LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით დატოვოს – ანგელა მერკელი

merkeli

გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით დატოვოს, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა გააკეთა.ანგელა მერკელის თქმით, ის უკანასკნელ დღემდე იმუშავებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მოძებნონ და ბრექსითის პროცესი მოწესრიგებულად წარიმართოს, რადგან ე.წ. გაყრის ფორმაზე მოქალქეები არ დაზარალდეს.

„დიდი ბრიტანეთი არის ევროპის ნაწილი. ჩვენ საუკეთესოდ ვთანამშრომლობთ როგორც შიდა, ისე უსაფრთხოების საკითხებში. დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩეს ჩვენს უახლოეს მოკავშირედ მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ბრიტანეთის სურვილს, დატოვოს ევროკავშირი, თუმცა ამავე დროს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი განშორებამ მოქალაქეები არ დააზარალოს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერის აზრით, ოფიციალური ლონდონი ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგაც ევროპის მჭიდრო პარტნიორად უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, 15 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის მიერ ბრიუსელთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმას მხარი არ დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები