LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავიგუდეთ” – რუსთავში მინები მტვრის ნაწილაკებით იფარება [ფოტოები]

1012
rustavi

მტვრის ნაწილაკებით დაფარული ავტომობილის მინები – “ფეისბუქგვერდი” გავიგუდეთ შემაშფოთებელ ფოტოებს ავრცელებს.

არჩევანი შიმშილსა და დაბინძურებულ ჰაერს შორის - რას და რატომ ვსუნთქავთ?

10-დან 9 ადამიანი მსოფლიოში დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკაა, 2018 წლის მაისის მონაცემები, რომელიც დედამიწისთვის საგანგაშოა. ჰაერის დაბინძურება ყველა ქვეყანაში თვალსაჩინო არაა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დამღუპველია. ჩვენს ქვეყანაში, ეს ორი სიკეთე ერთდროულად გვაქვს – დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ და ვხედავთ კიდეც. ასევე, ყოველდღიურად ვხედავთ დამაბინძურებელ ფაქტორებს, გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი […]

გვერდი სწორედ, რუსთავში არსებული რთული ვითარების თემატიკაზეა შექმნილი. მისი შემქმნელი ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქში გაუსაძლისი მდგომარეობა და ეს ყველასთვის ხილულია.

ჰაერის დაბინძურებაში ისინი ქალაქში არსებულ საწარმოებს ადანაშაულებენ და ბრძოლას უცხადებენ:

“ასეთი მდგომარეობაა, ეს მოცემულობა გვაძლევს საშუალებას ჯეოსთილს და რუსთავში არსებულ საწარმოებს გამოვუცხადოთ ბრძოლა, ეს ბრძოლა ემსახურება ერთ ინტერესს! სიცოცხლეს, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ძვირფასია, რომელიც არ მეორდება. ეს არავის არ უნდა შერჩეს! ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და ჩვენ უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეგვიძლია ერთმანეთისთვის სანამ ცოცხლები ვართ და სანამ ეს ნაძირლები დაგვხოცავენ”.  

"დღემდე არ ხდება შეფასება, რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენს ჯანმრთელობაზე" - ომბუდსმენის ანგარიში

სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო სრულად არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს

ვიცით, რომ რასაც ვსუნთაქვთ, ის შესაძლოა გვკლავდეს – ჰაერის დაბინძურების ახალი ანგარიში და შეფასებები

გვერდზე წერენ, რომ მთელ რუსთავში – რუსთაველის, დავით გარეჯის, ნიკოლაძის, ბალანჩივაძის, მაიაკოცსკის, კონსტიტუციის ქუჩებში პერიოდულად სუნი და კვამლი დგას.

ქალაქის შეწუხებული მცხოვრებლები ჯანდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ საკითხს.

ისინი ამ უწყებებს ვადას ზუსტად წლის ბოლომდე აძლევენ.

ის, რომ რუსთავში, მტვრის ნაწილაკების გადაჭარბებული კონცენტრაციაა, ადასტურებს გარემოს დაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ჰაერის ხარისხის პორტალიც – air.gov.ge

ბათუმის ქუჩაზე არსებული საზომი, ამას ყოველდღიურ რეჟიმში აფიქსირებს.

 

 

ცნობისთვის, PM მტვრის მყარი ნაწილაკებია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შეფასებულია როგორც მაღალი რისკის საფრხის შემცველი. იწვევს: ასთმა, ბნონქიტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სიმსივნეს, აზიანებს ფილტვებს, გონებას, მხედველობას და ა.შ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები