LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვი: მადლობა პარლამენტს და ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისთვის

517
jki

„ნება მიბოძეთ დღევანდელი კონფერენცია მადლობით დავიწყო” – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა  საკუთარი მიმართვა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.

გავრილოვმა გულთბილი მასპინძლობისთვის პერსონალური მადლობა ზაქარია ქუცნაშვილს გადაუხადა.

“მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს, საქართველოს პარლამენტს და კომიტეტის თავმჯდომარეს  ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი სხდომა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის ურთიერთობას,“ – განაცხადა გავრილოვმა.

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი წაიყვანს, რომელიც პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ზის.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება

ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. მათი განცხადებით, სერგეი გავრილოვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული, რასაც უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს. მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ სამოქალაქო მოძრაობის პროტესტი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლაზე “დიპლომატიური ქაჯობაა”.

საკანონმდებლო ორგანოს ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კი წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ნახვამ გაანადგურა.

შეგახსენებთ, გუშინ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი დეპუტატების ვიზიტი სამოქალაქო მოძრაობამაც გააპროტესტა.სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილები რუს დეპუტატებს შეძახილებითა და ტრანსფარანტებით დახვდნენ. მათ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

თავად გავრილოვის ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლით არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს.

რუსეთის დუმის დეპუტატი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ

გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლით არანაირ დისკომფორტს არ გრძნობს