რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ ქართული მხარისგან მათ მიიღეს წერილობითი გარანტიები ასამბლეის ყველა მონაწილის უსაფრთხოებაზე.

“საქართველოს პარლამენტი ორი წელი გვთავაზობდა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და როგორც იქნა, ჩვენ ჩავედით,ასამბლეის გახსნაზე ჩვენ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და ღონისძიების კარგი ორგანიზებისთვის. 20 ივნისს კი მიგვიწვიეს პარლამენტის შენობაში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში დამეკავებინა ადგილი. სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს“,- ამბობს გავრილოვი თბილისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას რუსულ „კომერსანტთან”.

ამასთან, რუს დეპუტატს აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა სმაომავლოდ გაუმჯობესდება.

“მე მიყვარს საქართველო, მე მიყვარს ქართველი ხალხი და კულტურა. ჩემი ბაბუა საქართველოში დაკრძალეს და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პროვოკაციის გამო ვერ შევძელი მისი საფლავის ნახვა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მომავალში შევძლებთ ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას”- აცხადებს გავრილოვი ინტერვიუში

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო გუშინ დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა.

საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხალხის პროტესტით დესტრუქციულმა ძალამ ისარგებლა და ეს პროტესტი პოლიტიკურად გამოიყენა. მამუკა ბახტაძის თქმით, მათ იძალადეს პოლიციელებზე.

მსგავსი თემები