LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვი: თავდასხმა საბაბი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაეწყოთ

239
sergei gavrilov

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ  სერგეი გავრილოვმა „ტასს“-თან თბილისში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

„აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს წინასწარ მომზადებული პროვოკაციაა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე თავდასხმის მიზანი იყო არა მხოლოდ მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია საქართველოში. ეს იქნა გამოყენებული საბაბად, რომ დაეწყოთ გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ,“ – განაცხადა გავრილოვმა.

გავრილოვი დარწმუნებულია, რომ „ის რაც ახლა ხდება – არის რადიკალური, ლიბერალური და ანტიპატრიოტული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა“.

სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუს პარლამენტარებს არწმუნებდნენ, რომ მათ უნდა დაეტოვვებინათ ქვეყანა და სიტუაცია ამის შემდეგ დაწყნარდებოდა.

ჩვენ არ ვწყვეტდით ასამბლეის მუშაობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოსკოვში დავბრუნდით, დავინახეთ, რომ უწესრიგობა მხოლოდ გაიზარდა,“ – განაცხადა გავრილოვმა და მიუთითა, რომ ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგატების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა ისმოდა და ის მუქარის ავტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

რუსეთის დუმის თავმჯდომარე: საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსული დელეგაციის დაცვა

"ვერ შეძლეს, რუსული დელეგაციის თავდასხმისა და მუქარისგან დაცვის უზრუნველყოფა“,

პოპულალურები