LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვს უთხარი ეს ყველაფერი მოსკოვიდან იმართება-მეთქი, იუარა, მაგრამ ფაქტები დაუდევი

153
9459548881

პარლამეტრის წევრი ემზარ კვიციანი სერგეი გავრილოვთან მისი პირადი საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ნაცებს უთხარი სათქმელი და გავრილოვსაც! გავრილოვმა მითხრა ცხოვრებაში არ მითქვამს ის სიტყვები, რასაც მაბრალებენ ნაცებიო. დადონ რომელიმე ფრაზა სად ვთქვი, რომ მხარს უჭერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასო. სასაცილოც აღარაა უკვე რასაც ბიძინას ხელით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გვიკეთებენ! როგორ კოხტად მოაწყვეს შეხმატკბილებულად გავრილოვის გუნდი და ნაცები. გავრილოვს უთხარი, რომ ეს ყველაფერი იმართება თქვენი მოსკოვიდანო. იუარა, მაგრამ ფაქტები რომ დაუდევი, ბევრ რამეს მიხვდა და გამოთქვა სურვილი მომავალში ჩემთან ამაზე საუბარს, თუ რა თქმა უნდა ფსბ არ აუკრძალავს. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება

ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

მომცა ვიზიტკა და ჩაიწერა ჩემი ტელეფონის ნომერი. ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილი და ბოკეროიია რუსებზე რომ მუშაობდა ესეც მისთვის ვითომ ახალი ხილი იყო. იმედია რაც ვუთხარი გაანალიზებს და ყველაფერს მიხვდება! დიდება ღმერთს!!!” – წერს კვიციანი სოციალურ ქსელში.

სესია შეწყდა - საზოგადოების პროტესტი დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები