LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყინულ ტბებზე გადაადგილება კატეგორიულად აიკრძალა

94
36728-4

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტბებზე გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

„გაცნობებთ, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

10-11 თებერვალს ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები