LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაზპრომთან” ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლება რუსულ მხარესთან ახლ შეთანხმებაზე მუშაობს – ქობულია

ქობულია

გაზპრომთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლება რუსულ მხარესთან ახლ შეთანხმებაზე მუშაობს.განცხადება ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.

გიორგი ქობულია ამბობს, რომ ხელშეკრულების დეტალები და პირობები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

„ვიმყოფებით მოლაპარაკების პერიოდში და სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს, წინა კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ამ კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში დამთავრდება ჩვენი მოლაპარაკებები და რაც არ იქნება კონფიდენციალური, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე ყველას მოგახსენებთ,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები