LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზსადენის დაზიანების გამო აჭარასა და გურიაში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ

82
BeFunky-collage (5)

„ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარისა და გურიის რეგიონებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას პრობლემა და ზემოთ აღნიშნულ რეგიონებს აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება.

სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები