LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგეჭკორი: გამოწვევები, რაც მოშიმშილე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ელის, სასიცოცხლო საფრთხისშემცველია

60
1

“ქართველი ექიმების საჯარო საუბრებიდან ვასკვნი, რომ პრეზიდენტს უკვე აქვს ელექტროლიტური დისბალანსი,” – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ექიმი ელექტროლიტური დისბალანსისგან გამოწვეულ საფრთხეებს განმარტავს და აქვე წერს, რომ გულგრილი და სასტიკი დამოკიდებულების გამამართლებელ არგუმენტად განსასჯელის მიერ წარსულში ჩადენილი ვერანაირი ქმედება ვერ გამოდგება.

ნანა გეგეჭკორის “ფეისბუქპოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“გამოწვევები, რაც მოშიმშილე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ელის, არის უკიდურესად სერიოზული და სასიცოცხლო საფრთხისშემცველი. მოშიმშილე ადამინის გამძლეობა ინდივიდუალურია, მაგრამ 3-4 კვირის შემდეგ ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანს ეწყება რესურსების განლევა.

ქართველი ექიმების საჯარო საუბრებიდან ვასკვნი, რომ პრეზიდენტს უკვე აქვს ელექტროლიტური დისბალანსი.

რა საფრთხეებს მოიცავს ელექტროლიტური დისბალანსი? ელექტროლიტური ბალანსი და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა არის აუცილებელი პირობა ყველა ორგანოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. გამორჩეული მგრძნობელობა ელექტროლიტური ბალანსის მიმართ ახასიათებთ გულის გამტარ და ნერვულ სისტემებს. ელექტროლიტურმა დისბალანსმაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში არითმიები გამოიწვიოს.

ასეთ დროს, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს შესაბამისად აღჭურვილ გარემოში რათა დროული დახმარების ორგანიზება უსწრაფესად გახდეს შესაძლებელი. სწორედ ამიტომაც ელექტროლიტური დისბალანსი ამერიკული გაიდლაინების მიხედვით ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმად ითვლება. დაუშვებელია ასეთი პრობლემის მკურნალობა მიმდინარეობდეს ციხის საკანში.

რა ტიპის დაწესებულებაში შეიძლება ასეთი პაციენტის განთავსება ამას განაპირობებეს პრობლემის კლინიკური კონტექსტი.
თუ საქმე გაქვს ელექტროლიტურ დისბალანსთან რომელსაც შექცევადი მიზეზი აქვს და მკურნალობას დაექვემდებარება პაციენტი შეიძლება განათავსო ტელემეტრიით აღჭურვილ დეპარტამენტში და დეტალური მეთვალყურეობის ქვეშ გაუწიო მკურნალობა.

ტელემეტრიული მონიტორინგი საშუალებას იძლება უწყვეტად დააკვირდე გულის ელექტრულ აქტივობას, სატურაციას, სუნთქვის სიხშირეს, არტერიულ წნევას. ამავე დროს ასეთ დეპარტამენტებს საშუალება აქვთ ლაბორატორიული მაჩვენებლების ძალიან ხშირი და უსწრაფესი კონტროლი აწარმოონ. ლაბორატორიულ კონტროლში იგულისხმება ელექტროლიტების განსაზღვრა პირდაპირ საწოლთან (bedside test). დრო იმდენად მნიშვნელოვანია ამ დროს, რომ სხვა სართულზე არსებულ ლაბორატორიაში ანალიზის გაგზავნამაც კი შეიძლება დაგვიანებული მკურნალობა გამოიწვიოს. როგორც წესი, ელექტროლიტებზე ინფორმაცია ასეთი ტესტებით შეიძლება 5 წუთის ფარგლებში მივიღოთ.

რაც შეეხება ისეთ პათოლოგიას, რომელიც შეუქცევად მდგომარეობებს უკავშირდება… მოშიმშილე პაციენტის სამედიცინო პრობელმები შეუქცევადია იმ მომენატამდე, სანამ ადამიანი პროტესტს არ შეწყვეტს. ანუ, მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინი არ არსებობს. სწორედ ამიტომაც, ასეთი პაციენტი უნდა იმყოფებოდეს გარემოში სადაც ინტენსიური თეაპიის კარგად აღჭურვილი დეპატამენტია და ასევე ჰოსპიტალი არის მულტუფუნქციური, რადგან პოლიორგანული უკმარისობის შემთხვევაში აუცილებლად დაგჭირდება სხვა და სხვა სპეციალობებისთვის სპეციფიური დახმარება და ამის ორგანიზება ერთ სივრცეში უნდა მოხერხდეს. დაუშვებელია მსგავსი პაციენტის ტარება სხვა და სხვა ჰოსპიტალში სპეციფიური დახმარების აღმოსაჩენად.

ნებისმიერ ადამიანს კონსტიტუციურად აქვს გარანტირებული მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების უფლება. ადამიანს ამის უფლება მაშინაც კი უნარჩუნდება როცა ის სასჯელს იხდის თუნდაც უსასტიკესი დანაშაულისთვის. გაიხსენეთ ანდრეს ბრეივიკი. უსასტიკესი ქილერი რომელმაც რამდენიმე ათეული ახალგაზრდა წუთებში გამოასალმა სიცოცხლეს. მასაც კი უმაღლესი ხარისხის სამედიცინო დახმარებაზე მიუწვდებოდა ხელი უკვე გისოსებს მიღმა. ეს პირველ რიგში საზოგადოების ცივილურობაზე მიუთითებს. ჩვენ, საზოგადოება ვჩანვართ გამჭვირვალედ ასეთ ამბებში. როგორია ჩვენი დამოკიდებულება უმწეო ადამიანების მიმართ ამაზე უკეთ ვერაფერი ისაუბრებს ჩვენი განვითარების ხარისხზე.

გულგრილი, სასტიკი დამოკიდებულების გამამართლებელ არგუმენტად განსასჯელის მიერ წარსულში ჩადენილი ვერანაირი ქმედება ვერ გამოდგება.

ვერ გაამართლებს ჩვენს სისასტიკეს ვერაფერი თუ ჩვენი გულგრილობის გამო ადამიანი დაიღუპება. თუნდაც ეს ადამიანი დამნაშავე იყოს. ჩვენ არ ვართ ჯოგი რომ ჩვენი შეგრძნებებით, ლინჩის წესით გავასამართლოთ ვინმე.

თუ ჩვენ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, გვინდა არჩევნებით გადავწყვიტოთ ხოლმე ჩვენი ბედი, გვინდა გვქონდეს სასამართლო, ჯანდაცვა, განათლება, თუ ჩვენ გვინდა ადამიანების სახეობას მივეკუთვნებოდეთ და უბრალოდ საზოგადოების წევრები ვიყოთ და არა ველური ტომები, პრეზიდენტს როგორც ერთ-ერთ ჩვენგანს, როგორც ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე.

ბატონი პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების ადექვატური უზრუნველყოფა ჩვენთვისაა აუცილებელი, რომ ჩვენ ერთხელ მაინც ბოლო ასწლეულის ისტორიის განმავლობაში, ერთიანები ვიყოთ ისტორიულად და მორალურად სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

აქვე აუცილებლად ვიტყვი, რომ სიცოცხლის უფლება თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველასთვის, მეეზოვიდან პრეზიდენტამდე, განურჩევლად სქესის, წარმომავლობის, ორიენტაციის თუ სხვა კუთვნილებისა.

იმედს ვიტოვებ რომ ჩვენ არ გავიმეორებთ ისტორიულ შეცდომას და არ გავხდებით ილიას “სარჩობელაზედ”-ის პერსონაჟი პეტრეები…
გვახსოვს ალბათ ილიას კითხვა, და მაინც რა შუაში იყო პეტრე? ყველანი ვართ შუაში იმ ტრაგედიის რაც ჩვენს თავს ხდება და ვიქნებით ბრალეული ყველა სიკვდილში რაც ჩვენი გულგრილობით გაადვილდება.” – წერს ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო: სააკაშვილის ექიმი

როგორც ექიმები გვეუბნებიან, №18 დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, იმისთვის რომ მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა: რატი ბრეგაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები