LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელოდებით მთავარ არხზე – ნიკა გვარამია

477
436d3c61bd4ec3e85ebee5d6d390b643-XL

“რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, არხის ახალი მმართველის მიერ თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანება.

არ გვჭირდება შიდა ომები - სალია განმარტავს რატომ გაათავისუფლა არხის მთავარი თანამშრომლები

შემჭიდროვებულ ვადაში, როცა გვინდა კომპანიის გასაჯასაღებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო, არ გვჭირდება შიდა ომები.

“გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს.

გელოდებით მთავარ არხზე” – წერს ნიკა გვარამია “ფეისბუქზე”.

მას მხარდამჭერები ეხმიანებიან, რომლებიც წერენ, რომ დღეს მათთვის “რუსთავი 2” გარდაიცვალა.

ნიკა გვარამია ასევე, 2012 წელს არხზე არსებულ მდგომარეობაზე წერს. მისი თქმით, ჟურნალისტები მიკროფონის დამკავებლად იყვნენ ქცეულები და ახლა სწორედ იმ ადამიანების გვარები ესმის, რომლებიც ამაში დამნაშავეები იყვნენ.

“ისეთი გვარები მესმის გინა მომსვლელის, გინა დამრჩენის, სად გავიცინო არ ვიცი.

2012 წელს არხი დამხვდა გამოშიგნულ გაფარჩაკებული. ჟურნალისტებს შეკითხვის დასმა ქონდათ აკრძალული და მიკროფონის დამკავებლებად გადაქცეულები. და ეს ვინც შეასრულა და ამის მთავარი სიმბოლო ვინც იყო, ამათი გვარები მესმის მხოლოდ.

მალე გავიგებთ ქართული ოცნება ამჯერად მედიაში როგორ გადაიბარებს მურუსიძე-ჩინჩალაძეებს ? მაშინ ვინც ყველაზე იდიოზური და სალაპარაკო იყო, იმათ გადაიბარებენ სწორედ. ასე ქნეს სასამართლოში, ასე იზამენ მედიაშიც,” – წერს ის.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2-ის” მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ არხიდან წამყვანი თანამშრომლები გაათავისუფლეს, ნაწილის გათავისუფლებას კი მას შემდეგ აპირებს, რაც შვებულებებს დაასრულებენ.

მიზეზად სალია ინტერესთა კონფლიქტს ასახელებს და ამბობს, რომ შიდა სამზარეულოში დაპირისპირებები არ სჭირდება.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნოდარ მელაძე გაუშვეს…უი, მეც გამიშვეს და გაბუნიაც

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები