LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გემოვნებიანი, მყუდრო, კომფორტული – ახალი სასტუმრო თბილისის ცენტრში

379
79085391-10214747151735056-6926447806404100096-n

თბილისის შუაგულში, ცოტა ხნის წინ, აპარტ-სასტუმრო “გალა” გაიხსნა. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, გალაკტიონ ტაბიძის 15 ნომერში მდებარეობს.

როგორც სასტუმროს მფლობელმა და დამფუძნებელმა ეკატერინე ხომასურიძემ გვითხრა, სასტუმროს შექმნისას მათი მთავარი მიზანი ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტაცია იყო.
სასტუმრო აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

სასტუმრო „გალა“, თავისთავად, აღჭურვილია უსაფრთხოების დეტექტორებით, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით.
სასტუმროში ფუნქციონირებს საბარათე სისტემაც.
ერთ ღილაკზე თითის დაჭერით კი, სტუმრებს შეუძლიათ მეპატრონესთან კომუნიკაცია ნებისმიერ საჭიროებაზე, რაც თავისთავად მეტი კომფორტია მომხმარებლებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პატარა, ულამაზეს სასტუმროში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ კვების სერვისითაც ისარგებლონ. სასტუმრო მათ საუზმის სერვისს სთავაზობს.

სასტუმრო 4-ნომრიანია, თითოეულ ნომერს საკუთარი აბაზანა და სამზარეულო აქვს. მთლიანობაში სასტუმროს 12 ადამიანის მიღება შეუძლია.
ამ 4 ნომრიდან 1 განსაკუთრებულია, მისი ფასი 50 დოლარია, ხოლო დანარჩენი სამი 30-30 დოლარი ღირს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები