LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენდერული თანასწორობის საბჭომ, პარლამენტში გენდერული მგრძნობელობის შესამოწმებლად კითხვარი დაამტკიცა

83
1

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის ინდექსის შესახებ კითხვარი დაამტკიცა.

აღნიშნული კითხვარით საბჭო პარლამენტის თვითშეფასებას გენდერული მგრძნობელობის კუთხით განახორციელებს.

საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, კითხვარი 5 მიმართულებისგან შედგება და 71 კითხვას მოიცავს:

“ეს 5 ბლოკი, ერთი მხრივ, ეხება პარლამენტის პოლიტიკურ შემადგენლობას, მაგალითად, რამდენი ქალია საკანონმდელო ორგანოში, არიან თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალები, მათ შორის, არის თუ არა სპიკერი ქალი და სხვა. კითხვარი, ასევე, ითვალისწინებს თავად პარლამენტის აპარატის შესწავლას, ბიუჯეტში გენდერული მიმართულებით კონკრეტული თანხების არსებობას და ა.შ.

ამ 71 კითხვაზე პასუხებით, საბოლოო ჯამში, დგება ფარდობითი სახის ინდიკატორი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მიგვანიშნებს როგორ იზრდება პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა.” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭომ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად და მათ მიერ შერჩეული ექსპერტების ჩართულობით, შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გენდერული მგრძნობელობის კუთხით პარლამენტის თვითშეფასებას ეხება:

“პროცესი პარლამენტის ბიუჯეტის გენდერული შეფასებით დაიწყო. შემდგომში, პროცესი გაგრძელდა და გაჩნდა მოსაზრება, რომ პარლამენტმა გააკეთოს თვითშეფასება გენდერული მგრძნობელობის კუთხით თითო მოწვევაში ორჯერ – მოწვევის დასაწყისში და მოწვევის ბოლოს, რაც მიზნად ისახავს, გარკვეულწილად, დაიდენტიფიცირდეს პროგრესი ამ მიმართულებით.” – თქვა წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები