LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელი ტურისტი ქართულ ლაშქრობაზე -„აქამდე არასოდეს მქონია მსგავსი გასაოცარი თავგადასავალი“

580
11

გერმანელი ტურისტი ქართულ ლაშქრობაზე და მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს. ჯენიფერ ფრეუდიგის ემოციებს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო გვიზიარებს და უცხოელი ტურისტის კომენტარის შესახებ ინფორმაციას გვწავდის.

“გამარჯობა, მე ჯენი ვარ და სულ ახლახანს დავასრულე ჩემი პირველი ლაშქრობა ცხოვრებაში, მწვერვალ ლომისმთიდან. აქამდე არასოდეს არ მქონია მსგავსი გასაოცარი თავგადასავალი, ასვლისას წვიმამაც მოგვისწრო, თუმცა ყოველი ნაბიჯის გადადგმა ამისთვის ღირდა. გასაოცარი ხედი და მზის ჩასვლა ლომისმთიდან ცხოვრებაში აუცილებლად გამოსაცდელი თავგადასავალია. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ საქართველოში ასეთი ბუნება იყო. მადლობა საქართველოს ეროვნულ პარკებს, თქვენი დამსახურებით ნამდვილად გავხდები მოლაშქრე,“ – ამბობს ჯენიფერ ფრეუდიგი, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობს.