LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას აუქმებს

119
1615409884-ასტრაზენეკა

გერმანიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა. ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ვაქცინა უახლოეს მომავალში ყველა ზრდასრული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი

ამასთან, შემცირდა პირველსა და მეორე დოზას შორის დაყოვნების შუალედიც.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, მოქალაქეებს მეორე დოზის მისაღებად 12-კვირიანი ლოდინი აღარ დასჭირდებათ და მისი გაკეთება ოთხ კვირაში იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები