LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია და საფრანგეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება: ოლაფ შოლცი

131
ოლფ შოლცი - ემანუელ მაკრონი

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიო ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობენ. პარიზში გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინას იქამდე, „ვიდრე საჭირო იქნება“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ერთად, როგორც ევროპელებმა, დავიცვათ ჩვენი, ევროპული მშვიდობის პროექტი“, – განაცხადა შოლცმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი აცხადებს, რომ „უკრაინის დასაცავად ყოველდღიურ მოქმედებებს განაგრძობენ“.

„24 თებერვლის შემდეგ ჩვენი ერთობა არ დარღვეულა, თავი არც პასუხისმგებლობისთვის აგვირიდებია. უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ყველა სფეროში გაგრძელდება” – განაცხადა მაკრონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები