LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელადაც გეგმავს

70
AstraZeneca-ს ვაქცინა

გერმანია Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის მიმართ პოზიციას ცვლის და მის გამოყენებას 65 წელს გადაცილებული ადამიანების ასაცრელადაც გეგმავს, – ამის შესახებ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია  ნათქვამი. 

მათივე ცნობით, განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა. მერკელის თქმით, ბოლოდროინდელმა კვლევებმა საკმარისი მონაცემები უზრუნველყო იმისთვის, რომ ვაქცინა ყველა ასაკის მოქალაქის ვაქცინაციისთვის გამოიყენონ.

მანამდე კი, გერმანიამ Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა, მხოლოდ 65 წლის ასაკამდე პირებისთვის გასცა. ამის მიზეზად ქვეყანამ არასაკმარისი მონაცემების არსებობა დაასახელა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ვაქცინის ეფექტურობის მიმართ საზოგადოების სკეპტიციზმი გამოიწვია, რის გამოც Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინის უამრავი დოზა გერმანიაში ჯერ კიდევ გამოუყენებელია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ Oxford-AstraZeneca -ს ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები