LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ შეუკვეთა 40 000 დოზა ყვავილის ვაქცინა, აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს: რას წერს მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილზე

153
Untitled design (9)

მსოფლიოში გავრცელებული მაიმუნის ყვავილის შესახებ, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

“მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული “ყვავილის” საწინააღმდეგო აცრა

როგორც მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, ადამიანების ის ნაწილი, რომელიც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით, მაიმუნის ყვავილის მიმართაც იმუნურია:

“განახლებული ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის შესახებ:

დღეისათვის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები).

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამ ახალ ქვეყანაში – ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში – დაფიქსირდა პირველი შემთხვევები.
მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა.

გერმანიამ შეუკვეთა 40000 დოზა ყვავილის ვაქცინა, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.

რამდენიმე დღის წინ FDA ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეეძლება.

ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც.

გასულ წლებში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის და ანტივირუსული მედიკამენტების დარეგისტრირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ყვავილის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, არსებობა იყო.

2019 წელს უშუალოდ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა”, – წერს ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.

გამყრელიძე: „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად გამონაყარით მიმდინარეობს, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა – საპანიკო არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები