LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციიდან 2 კვირაში, აპლიკანტების რაოდენობამ 94 ათასს გადააჭარბა

110
7670dd6d5631fc8aa837b32b91017d88-XL

ამ დროისთვის გერმანიაში დასაქმების სურვილი 94 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი მარტის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოხატა 94 281 პირმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება.

გერმანულ მხარეს რაოდენობაზე ჩვენთვის შეზღუდვები არ დაუწესებია: გაიგეთ, რა შემთხვევაში წახვალთ იქ სამუშაოდ

მნიშვნელოვანია, ცირკულარული შრომის მიგრაციის თაობაზე საქართველოს მოლაპარაკებები აქვს ასევე საფრანგეთთან, ბულგარეთთან და ისრაელთან. ასევე გარკვეული მოლაპარაკება მიმდინარეობს კვიპროსთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები