LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა კომპოზიტორმა 91 წლის ქართველ მოხუცს, რომელიც ოჯახმა პარიზში წაიყვანა მუსიკა დაუწერა (ვიდეო)

706
BeFunky-collage (2)

ქართველმა კომპოზიტორმა ლევან ბაშარულმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს სოციალურ ქსელ ფეისბუქში სტატუსი გამოაქვეყნა. პოსტი ეძღვნება 91 წლის ქართველ მოხუცს, რომელსაც ოჯახმა ოცნება აუხდინა და პარიზში წაიყვანა. 

ლევან ბაშარულმა მოხუცისთვის ულამაზესი მელოდია შექმნა და “ბებოს მოგზაურობა” დაარქვა.

“ბებოს მოგზაურობა” ?
2 დღის წინ ვიდეო ვნახე, ქართველი ბებო, რომელსაც ოცნება აუსრულეს და პარიზში ჩაიყვანეს. ბავშვივით აღტაცებული იდგა მის საოცნებო ქალაქში და ლექსს ყვებოდა ფრანგულად. მისი აღტაცება გადმომედო და მიუხედავად დღეს სულ სხვა საქმეები იყო დაგეგმილი, “ბებოს მოგზაურობა “დავწერე..
ბევრი პოზიტივი და ოცნების ასრულება ქართველ მოხუცებს ? დაფასება და გვერდში დგომა ქვეყნის და ოჯახის მხრიდან,- წერს კომპოზიტორი.

https://www.facebook.com/levani.basharuli/videos/2380448261990265/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები