LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ნათია თოდუას ალბომის პრეზენტაცია გაიმართა (ექსკლუზიური ფოტოები)

1656
BeFunky-collage (8)
ბერლინში, ლოვენპალასში ნათია თოდუას ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. “Miss you” ასე ქვია მომღერლის ალბომს, რომელშიც 12 სიმღერაა შესული.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას, რომელიც დახურული იყო, უამრავი ადამიანი ესტუმრა-730-მა კაცმა გაიარა რეგისტრაცია.
ქართველ მომღერალს ორიგინალური კაბა ეცვა. მის ჩაცმულობაზე, ცნობილმა გერმანელმა დიზაინერმა დანიელ როდანმა იზრუნა.
ნათიას კაბაზე სიმღერების ტექსტები ეწერა.
მომღერალმა პრეზენტაციაზე თავისი რეპერტუარიდან სიმღერებიც შეასრულა და დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
ნათია თოდუას ახალი ალმობის დისკები ადგილზევე გაიყიდა. ალბომის შეძენა ონლაინაც შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია. ქართველმა მომღერალმა გამარჯვება 2017 წელს მოიპოვა.
მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ნათია 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტს შორის მოხვდა და ფინალურ შოუში მაყურებელთა ხმების 50.10% მიიღო.
 
ფოტოები: ზაქარია ჭელიძე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები