LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

20181101200542

გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. მათივე ცნობით, ავიარეისი ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა.

როგორც გაირკვა მათ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს. ადგილობრივი პრესა წერს, რომ დეპორტირებულთაგან 26 თავშესაფარს საქსონიაში ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო. დანარჩენებს თავშესაფრის მიღება გერმანიის სხვადასხვა მიწაზე სურდათ.

ცნობისთვის, შარშან მხოლოდ საქსონიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია სპეციალური ჩარტერით 3-ჯერ განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები