LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საზღვრები შემოდგომამდე ჩაკეტოს

192
GettyImages-726792551

გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ მყოფი ქვეყნებისთვის საზღვრები 31 აგვისტომდე ჩაკეტოს. უფრო მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგზაურობისგან თავის შეკავება ადგილობრივებსაც სთხოვა. არადა მანამდე საზღვრების გახსნა 1 ივლისიდან იგეგმებოდა.

„ფედერალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მყოფი ქვეყნების (გარდა ბრიტანეთის, ნორვეგიის, ისლანდიის და შვეიცარიის) მონახულება დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ამიტომ აკრძალვა 31 აგვსიტომდე იმოქმედებს“ – განაცხადა  ჰააკო მაასმა.

მინისტრმა ისიც დაამატა, რომ გერმანიას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ვითარებაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ ტრანსპორტირების დაწყება დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვსურს გარისკვა, არ გვინდა რომ გერმანელები ზაფხულში სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩნენ გამოკეტილები ან უკან დაბრუნებისას უხილავი ვირუსი შემოიტანონ“.

თუკი სიტუაცია გამოსწორდება და საფრთხეც ნაკლები იქნება, ხელისუფლება გადაწყვეტილებას შეცვლის და საზღვრების გახსნის თარიღს ზაფხულისთვის გადმოწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები