LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის პატარა ქალაქი ვიზიტორებს ერთი თვე ბინას უფასოდ სთავაზობს

368
germani-peolple

გერმანიის აღმოსავლეთში, პატარა ქალაქ გერლიცს მხოლოდ 56 ათასი მოსახლე ჰყავს, რომელთა უმეტესობა ხანდაზმულია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ადგილობრივმა მთავრობამ ქალაქში ახალი ბინადრების მიწვევა, მით უფრო, რომ მსურველებს მთელი თვე უფასოდ შეუძლიათ ბინის ქირაობა. სხვათაშორის, ანალოგიური პროექტი უკვე განახორციელდა ამერიკაში, დეტროიტსა და ტალსაში.

გერლიცის მესვეურების რწმენით, წინადადებას პირველ რიგში, ისინი მოიწონებენ, ვინც დისტანციურად მუშაობს და არ სურს მეგაპოლისში ცხოვრება. ქალაქში 7 ათასზე მეტი ბინაა ხელმისაწვდომი, ახალ მოქალაქეებს კი, ქალაქის ცენტრში ორ- ან სამოთახიან აპარტამენტებში სთავაზობენ დაბინავებას 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ბოლომდე, თუმცა განაცხადის მიღების ვადა 2018 წლის ოქტომბრის თვეში ამოიწურა.

აღსანიშნავია, გერმანიის უძველესი ქალაქის გოთიკური, რენესანსის და ბაროკოს არქიტექტურა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომსაც გაუძლოა და თანამედროვე ნაგებობების ფონზეც არაჩვეულებრივად გამოიყურება, სახლები ისტორიულ ცენტრში კი, მდიდრულად მორთული ფასადებით, თაღებითა და სხვადასხვა ეპოქის ფრესკებით მოხატული კედლებით გამოირჩევა. სხვათაშორის, გერლიცი 100 მეტი ფილმის გადასაღებ მოედნად იქცა, რომელთა შორის მაყურებელმა განსაკუთრებით „მკითხველი“, „უსახელო ნაბიჭვრები“ და „წიგნების ქურდი“ მოიწონა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები