LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ტყეში ნაპოვნი ხელყუმბარა სექს-სათამაშო აღმოჩნდა

80
SR7TIHWPTVCH7ENQM2U3YYRXSU

გერმანიის პოლიცია უცნაური შემთხვევის შესახებ იუწყება.

მას შემდეგ, რაც ქალაქ პასაუს მცხოვრებმა, რომელიც რეგულარულად დარბოდა დილაობით, ტყეში ხელყუმბარა აღმოაჩინა, მან დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ნაღმები და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. პოლიციელებსაც ეგონათ, რომ ახლაც ასეთ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე. თუმცა მათ გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ხელყუმბარა ჩანთაში, ლუბრიკანტებსა და პრეზერვატივებთან ერთად აღმოაჩინეს.

ბუნებრივია, პოლიციელებმა ხელყუმბარა შეამოწმეს და მალევე მიხვდნენ, რომ ის ნამდვილი არ იყო. ჩანთაში აღმოჩენილმა სხვა ნივთებმა კი გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ ნაღმი სინამდვილეში შესაძლოა სექს-სათამაშო ყოფილიყო, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც.

ჩვენ ინტერნეტში გადავამოწმეთ, საერთოდ არსებობს თუ არა ყუმბარის ფორმის სექს-სათამაშოები და აღმოჩნდა, რომ ისინი არსებობს კიდევაც და გაყიდვაშიც არის,” – განუცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა ადგილობრივ მედიას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები