LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული კომპანია ქუთაისში საწარმო უბანს შექმნის

406
solarfarm-resize-md

ცნობილი გერმანული კომპანია Solar Alternative Energy, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 ათასი თანამშრომელი ჰყავს, 2 წელიწადში ქუთაისში საწარმო უბნის შექმნას, ხოლო თბილისში გლობალური გაყიდვების ოფისის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Solar Alternative Energy -ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდერ მაიერმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე” ისაუბრა.

„საქართველოში 150 თანამშრომელი გვყავს და მომავალ წელს სავარაუდოდ 400 გვეყოლება. ჩვენ წელს პირველი ქარხანა ავამოქმედეთ ქუთაისში, რომელსაც 500 მეგავატიანი სიმძლავრე გააჩნია, რაც 1.5 მილიონ მზის პანელს უდრის და შესაძლებელია დიდი რაოდენობით ენერგიის მიწოდება  საოჯახო მეურნეობებისთვის”, – აღნიშნა მან.

ალექსანდერ მაიერმა საქართველოს მთავარ საინვესტიციო უპირატესობებზეც ისაუბრა. „საქართველოს გააჩნია დიდი უპირატესობები, ეს არის ღია ეკონომიკა, სამართლიანი შრომის კანონი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. საქართველოს აქვს განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია ახალი საწარმოების გახსნა. ხელისუფლება ახალისებს  განახლებადი ენერგიის გამოყენებას, რაც  ხელს შეუწყოს ჩვენი შვილებისათვის სუფთა სამყაროს შექმნას.  ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ საქართველო პოტენციურ პარტნიორად განიხილონ, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას და დავეხმარებით საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში”, – განაცხადა ალექსანდერ მაიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები