LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული „ლოუკოსტერი“ ივლისიდან თბილისში იფრენს – დიუსელდორფის ბილეთები 69.99 ევროდანაა

75
eurowings

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, Eurowings, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია. ავიაბილეთების ღირებულება 69.99 ევროდანაა.

არსებული ინფორმაციით, Eurowings დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 21 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით მოახდენს: ყოველ ოთხშაბათსა და კვირას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები