LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული სამოგზაურო ჟურნალი აჭარაზე სტატიას ამზადებს

150
68242486-369426973738093-7191205696656900096-n

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნების მედიასაშუალებებში. ამჯერად, აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას გერმანული სამოგზაურო ჟურნალი „MERIAN’’ ამზადებს, რომლის ჟურნალისტმაც რეგიონში მედიატურის ფარგლებში იმოგზაურა.

სტატიაში, რომელიც ჟურნალში აგვისტოში გამოქვეყნდება, ყურადღება აჭარის, როგორც ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან მიმართულებაზე გამახვილდება. 

დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ სტატიებს/ბლოგებს აქვეყნებენ ისეთი ცნობილი გამოცემები, როგორებიცაა Vogue, კოსმოპოლიტანი, Zoe Magazine, Forbse, Emerging Europe  და ინსტაგრამ ინფლუენსერები. ჯამში, მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში 400-მდე ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა.

რაც შეეხება გერმანიას, ის აჭარისთვის ახალი ევროპული ბაზარია, სადაც ბოლო წლებია რეგიონისა და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ონლაინ რეკლამით, ასევე სატელევიზიო რეკლამით ისეთ წამყვან მედიაპლატფორმებზე ხორციელდება, როგორებიცაა  Duetsche Welle,  ადგილობრივი გერმანული ტელეარხები RTL და  N-TV. აჭარის რეკლამირება სამიზნე ქვეყნებში წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები