LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გეუბნებოდით, ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა-მეთქი” – შალვა ნათელაშვილი

576
შალვა 2

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ხალხმრავალი ღონისძიებების, შეკრებების აკრძალვას ეხმაურება.

„აჰა, მთავრობამ აკრძალა ხალხმრავალი ღონისძიებები. რა თქმა უნდა საპროტესტო აქციებიც შედის აქ. გეუბნებოდით ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა მეთქი. ამაზე ბიძინოიდები ქირქილებდნენ ან ტრადიციულად იგინებოდნენ. მაგრამ, ფაქტი სახეზეა, სანამ არ შემოიტანეს დაავადება, საზღვარი, იგივე ირანთან ცოცხალი თავით არ დაკეტეს. ამიტომ შეფასდება, ეს მათი მოცილების შემდეგ, განზრახ სასიკვდილო ინფექციის გავრცელებაში ხელისშეწყობად და ივანიშვილის თამადობით აგებენ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები