LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გგონიათ რომ მგზავრებს თქვენი უკანალის ყურება სიამოვნებთ” – 30 კითხვა მათ, ვინც თვითმფრინავის დაჯდომისთანავე დგება ფეხზე

451
786e

30 კითხვა მათ, ვინც თვითმფრინავის დაჯდომისთანავე დგება ფეხზე. თქვენ რომელ კითხვებს დაამატებდით?

1. სად მიდიხართ?

2. აცნობიერებთ, რომ ყველა იმავე მიმართულებით მოვდივართ?

3. ხვდებით, რომ კარი დაკეტილია?

4. და ვინაიდან კარი დაკეტილია, თქვენი კართან დგომა არაფერს ცვლის გარდა იმისა, რომ კართან მისვლა შეუძლებელი ხდება.

5. რატომ არ იცდით ერთი წუთით და არ მოდუნდებით? კარი გაიღება!

6. იქნებ სმარტფონს ჩახედოთ და მესიჯები შეამოწმოთ, ფეხზე დგომის ნაცვლად?

7. ბოლოს და ბოლოს რომ დატვიტოთ? „თვითმფრინავი ახლახანს დაჯდა! მე ვზივარ!“ ან რაიმე მსგავსი…

8. როდის გადაწყვიტეთ, რომ ფაშისტი გამხდარიყავით?

9. ისინი, ვინც თვითმფრინავის დაჯდომისას ტაშს უკრავს, თქვენი ბიძაშვილები არიან?

10. და თქვენს ოჯახურ შეკრებებზე საშინელ კარტოფილის სალათს ჭამთ?

11. აცნობიერებთ, რომ თქვენი უკანალი სახეზე ადევთ სხვა მგზავრებს, რომლებიც სხედან?

12. რატომ გგონიათ რომ იმ მგზავრებს თქვენი უკანალის ყურება სიამოვნებთ?

13. გგონიათ ჯენიფერ ლოპესი ხართ?

14. რატომ მაიძულებთ, რომ ვიყო უხეში და ეს კითხვები დაგისვათ?

15. არ გრცხვენიათ?

16. იცით თუ არა, რომ პილოტებს სულ არ აღელვებთ, რომ თქვენ ხართ პირველი, ვინც წამოდგა, კარი მაინც მაშინ გაიღება, როცა უნდა გაიღოს!

17. და რატომ ცდილობთ პილოტებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ?

18. ნუთუ თვითმფრინავის პერსონალს აწონებთ თავს? მათთვისაც სულ ერთია.

19. იქნებ პილოტობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ არ აგიხდათ იმიტომ, რომ პარალელურ პარკირებსაც კი ვერ ახერხებთ?

20. ტუალეტში გინდათ?

21. ამას კიდევ გაიგებს ადამიანი, მაგრამ გინდათ კი ტუალეტში?

22. და თუ გინდათ, რატომ დაელოდეთ მაინცდამაინც თვითმფრინავის დაჯდომის წუთს?

23. თქვენ რა გგონიათ, ჰაერში მოშარდვა შეუძლებელია?

24. აცნობიერებთ თუ არა, რომ დანარჩენი მგზავრები თქვენს გამო უფრო დიდხანს სხედან, ვიდრე უნდა მსხდარიყვნენ თავიანთ ადგილებზე?

25. და რომ ამ დანარჩენი მგზავრებიდან ერთ-ერთი მეც ვარ?

26. ჩვეულებრივ მე თავაზიანი ადამიანი ვარ და თუ ხვდებით, რომ თქვენს გამო გაღიზიანებული ტონით ვსაუბრობ?

27. ხვდებით, წამოხტომა და კარში გაჩხერა რამხელა უპატივცემულობაა სხვა მგზავრების მიმართ?

28. რაიმე სახის ფეტიშთან ხომ არ გვაქვს საქმე?

29. და თუ გვაქვს, მე რა შუაში ვარ?

30. კარი გაიღო. ტუალეტში სულაც არ გინდოდათ არა?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები