LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის კლუბებმა BASSIANI და KHIDI დღევანდელი ივენთი გააუქმეს

229
64980827_2280017202258616_280889177531219968_n

რუსთაველის მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ღამის კლუბებმა BASSIANI და KHIDI დღევანდელი ივენთი გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბების Facebook-ის გვერდებზე გავრცელდა.

„გუშინ საზოგადოების სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიულ საპოლიციო ძალადობას შედეგად მოჰყვა ასობით ადამიანის დაკავება და მათი დასახიჩრება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღმართა ხელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რითაც მან კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და გვანახა, რომ მის უკან საკუთარ შიშებსა და ვერაგულ განზრახვებში ჩაკეტილი ადამიანები დგანან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების ნაცვლად, მზარდი სოციალური პროტესტის ჩახშობით არიან დაკავებული.

საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.

ვაცნობიერებთ, რომ ახლა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და ჯგუფს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს. ვითვალისწინებთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ვაუქმებთ BASSIANI/HOROOM-ის დაგეგმილ საკლუბო ღამეს.

სოლიდარობა მშვიდობიან, სამართლიან სამოქალაქო პროტესტს,ყველანი გარეთ”-წერს BASSIANI.

https://www.facebook.com/bassiani/photos/a.1470165816577096/2280017198925283/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები