LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება

76
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება.

ამის შესახებ თავად ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება:

“ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს გაიმართება. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება და ამ სამიტზე მეც მივიღებ მონაწილეობას.” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო თანამონაწილეობას მიიღებს დემოკრატიის სამიტზეც, რომელზეც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრება.

1-2 დეკემბერს კი ნატოს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი წარდგრება.

პოპულალურები