LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია

131
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს თავისი პრობლემები აქვს და რომ ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება, საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა:

„ეს საქართველოში ავსტრიის კანცლერის პირველ ვიზიტია და ამას შეიძლება ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ზაფხულში, ვენაში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებთან და იმ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან რთულია მთელ მსოფლიოში და ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყნებზე აისახება.

ახლაც არსებული სიტუაციის დეტალური განხილვა გვქონდა. უკრაინაში ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის.

ჩვენს ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება და დღემდე გრძელდება ოკუპაცია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა.

ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია რაც შეგვეძლო ბოლო 10 წელიწადში მიგვეღო, ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში იქნა მიღებული, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა..

ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას და ბატონ კანცლერს. ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მსოფლიოში ბიზნესის კეთების მიმართულებით მეშვიდე ადგილზე ვართ” – ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები