LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილის განცხადება ფარისევლობაა! დროსა და სივრცეში აცდენილი მსგავსი გზავნილი ვერ წარმომედგინა: გიგი უგულავა

51
გიგი უგულავა

“ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა! მე ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ მსგავსი, დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი, ვერ წარმომედგინა”,  –  ამ განცხადებით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერის გუიშინდელ განცხადებას ეხმიანება დ ამბობს, რომ იმ ქმედებების შემდეგ, რომელიც გუშინ განახორციელა ხელისუფლებამ, მხოლოდ უტიფარ ადამიანს შეეძლო მსგავსი განცხადება გაეკეთებინა.

მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი და ვისაუბროთ რამ უნდა გაგვაერთიანოს: ირაკლი ღარიბაშვილი

გიგი უგულავას განცხადებით, არსებული ვითარების განმუხტვისთვის ორი რამ არის მთავარი – ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი:

“მხოლოდ და მხოლოდ, ასეთ უტიფარ და უთავმოყვარეო ადამიანს შეეძლო გუშინდელის მერე, რაც მან ჩაიდინა, მსგავსი განცხადება გაეკეთებინა. თუ ივანიშვილს სურს სიტუაციის განმუხტვა, რამდენიმე რამ უნდა გააკეთოს, ყველაზე მთავარი კი არის  პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დაწყება. ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენას იყენებს. ისაა ადამიანი, რომელიც თიშავს და არასდროს არ აერთიანებს. ისაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთმანეთის ღვიძლი ძმები და მეგობრები ერთმანეთს გადაკიდოს”. – თქვა გიგი უგულავამ.

უნდა ველოდოთ ყველაფერს – სადაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს: გიგი უგულავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები