LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ისრაელში ორი უცხოელი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა: საერთაშორისო მედია

71
რაკეტა ღაზას სექტორიდან

Associated Press-ის ინფორმაციით, ღაზადან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ორი ტაილანდელი მუშა დაიღუპა. როგორც Associated Press იტყობინება, მუშები ერთ-ერთ ქარხანაში იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, Associated Press-ის ცნობით,  თავდასხმის შედეგად კიდევ შვიდი პირი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორშაბათს დაწყებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 212 პალესტინელი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალია დაღუპული. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა კი 12-მდე გაიზარდა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, გასული კვირის ორშაბათიდან „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით 3 350 რაკეტა გაუშვეს, მათგან 200 – მხოლოდ გუშინ.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შედეგად, ღაზაში 212, ისრაელში კი – 10 ადამიანი დაიღუპა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები