LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღირსების მარში” ჩაიშალა, რას აპირებს “თბილისი პრაიდი”

73
გიორგი თაბაგარი

თბილისის ცენტრში ჟურნალისტებმზე განხორციელებული მასობრივი ძალადობის შემდეგ “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებმა დაგეგმილი ღირსების მარში ჩაშალეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას აპირებს ორგანიზაცია. თბილისის პრაიდის წევრები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას თუ ქვეყნის პარტნიორს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

“გავაგრძელებთ ბრძოლას და ბოლომდე მივიყვანთ იმ საქმეს, რომ თანასწორობის ღირებულება იქნება უფრო მაღალ საფეხურზე” – გიორგი თაბაგარი

“გამოცხადებული ძალადობის ქრონიკა იყო გუშინ თბილისში. ბანდფორმირებები, რომლებიც დაგვდევდნენ თბილისის მასშტაბით, დასდევდნენ ჟურნალისტებს, ვნახეთ უამრავი ძალადობის შემთხვევა, დაესხნენ თავს ოფისებს და ამ დროს, ამ ყველაფერში არაფერს არ აკეთებდა პოლიცია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გუშინდელი ბრძოლა წავაგეთ. არ გვაქვს ასეთი განწყობა, გავაგრძელებთ ბრძოლას და ბოლომდე მივიყვანთ იმ საქმეს, რომ თანასწორობის ღირებულება იქნება უფრო მაღალ საფეხურზე,” – აცხადებს ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება “თბილისის პრაიდის” წევრი გიორგი თაბაგარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები