LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ქალებზე გამწევი და მოკივანი კაცები – მანანა მანჯგალაძე

30706210_575097762843138_3005074731658379264_n

ჟურნალისტი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს აღწერს.

ეს ეტყობა ტრენდია. ორი დღის წინ, კინოში მივდივარ და ჩემს მეგობრებს ველოდები, ვაჟა ფშაველაზე ვდგავართ მე და ნათია ბანძელაძე.. მოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი უფრო აქტიური,” მიშას იცნობთო”, მართლა დავაპირე მეკითხა “რომელი მიშა”, წამით არ მიფქრია ვინ იგულისხმა, (მე ჩემი მოვალეობაც მოვიხადე, ვალდებულებაც და დავამთავრე ეგ ამბავი 2013 წ ნოემბერში). ხოდა დაიწყო მაგრამ რა დაიწყოო.. გინება გინებაა, შეურაცხყოფა ნუ მიშას ბოზები ხომ ძაან ჩვეულებრივია ყველაფერ იმასთან რაც ამოსდიოდა.. მერე ალბათ წავიდა და იმაყებდა, თავს მოიწონებდა: მანანა მანჯგალაძეს ვაგინეო. თან გარბოდა… ისე ვიმუშავე 4 წელი ადმინისტრაციაში, ისე ვიარე 5 წელი ყველგან, არავინ გამომხტომია. რავიცი არ შემშინებია, არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი, არც უპასუხოდ დამიტოვებია, მე არც მაშინ შემშინებია ბიბლიოთეკასთან მარტო რომ მივედი (ყველაზე არ ვიტყვი მაგრამ იქ ნაწილი როგორი პოლიტპატიმარიც იყო კი აჩვენა დრომ) და მათთან პირისოიეაც დავრჩი. უბრალოდ არც გინებაა ჩემი სტილი და არც ისტერიკა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ქალებზე გამწევი და მოკივანი კაცები. რავიცი ჩემთვის კი იყო გადედლებული კაცი.. არ ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ ეტყობა ასე არჩიეთ და მიხედეთ თქვენს მონაგარს. მე თავს ჩემითაც კარგად დავიცავ.

P.s კი ვიცი ვიღაცეები იტყვიან აბბა რა გეგონათო. მეგონა. მე 90- იანელი ვარ და დიდი ხანია აღარ მაქვს ზღაპრული წარმოდგენები.

 

https://www.facebook.com/manmanjgaladze/posts/2525340874159441

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები