LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღრმა და უშფოთველი ძილისთვის მძიმე საბნის დაფარებას გვირჩევენ

243

ყველა ჩვენგანს სურს, დილით კარგად გამოძინებულებმა და დასვენებულებმა გავიღვიძოთ, თუმცა ამას ხშირად ვერ ვახერხებთ.

ამერიკელი მეცნიერების კვლევებმა უცნაური შედეგი აჩვენა – თუ მძიმე საბანს გადაიფარებთ, ღრმად და უშფოთველად დაიძინებთ. მიზეზი მარტივია, მსუბუქი საბნის შეხება ადამიანების უმეტესობის ნერვებს აღაგზნებს, მძიმე კი – ამშვიდებს.

„მძიმე შეხება“ ერთგვარი მასაჟია, იგივეა, რაც ვინმესთან ჩახუტებულმა დაიძინოთ. ეს განცდა ბავშობიდან მოგვყვება, როდესაც დედის, ან მამის მკლავებში უშფოთველად ვიძინებდით, ანდა სახვევებში მჭიდროდ გვახვედნენ. სიმძიმის სასიამოვნო დაწოლა ტვინში გამოყოფს „ბედნიერების ჰორმონს“ სეროტონინს, რომელიც სიბნელეში გარდაიქმნება მელატონინად – ჰორმონად, რომელიც ძილს არეგულირებს. მძიმე საბანი მთლიან სხეულზე გვაწვება, ამიტომ ვიღებთ სიგნალს, რომ ვართ უსაფრთხოდ, კომფორტულად, შეგვიძლია დავისვენოთ და დავიძინოთ.

საბნის სიმძიმე მოზრდილებისთვის, უმჯობესია, 5-დან 15 კგ-მდე იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები