LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური: თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ

87
ალუდა ღუდუშაური

“ამ რეზოლუციას არ ვცნობთ და მას აქვს ნული ფასი, რადგან სადაც სააკაშვილი არის დემოკრატიის მამად გამოცხადებული და მეგისა ქარდავა – ამ დემოკრატიის აღმშენებელი, ხოლო ბიძია ივანიშვილი, თურმე მიუღებელი და ცუდი ადამიანი ყოფილა, რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციას ნული ფასი აქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა  შეკითხვას, კანდიდატობის სტატუსი ამ რეზოლუციის თანხლებით იქნება თუ არა მისაღები „ქართული ოცნებისთვის“.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, “თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ საქართველო იქ შევიდეს და ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენონ და სიცრუის კასკადი სახეზე ააფარონ”:

კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა დღეს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე გააკეთეს – რა მოვისმინეთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენზე

“რატომ გვინდა ევროპა? რისთვის გვინდა იმ ოჯახში დაბრუნება, სადაც არის ჩვენი ადგილი, სადაც არის სიმართლე და სამართლიანობა, მაგრამ, სადაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, თუ ასეთი რამ მოხდა, სადაც შავზე თეთრს გეტყვიან, სადაც დაუსაბუთებელი და სიცრუეზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება, სადაც კასტილიან ადამიანს და მეგისა ქარდავას დემოკრატიის მამებად მოიხსენიებენ, სააკაშვილს დემოკრატიის შუქურად და გვარამიას მედიის მეტრად, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და ჩვენ იმიტომ არ გვინდა, თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი პირდაპირ სახეზე ააფარონ ჩვენს მოსახლეობას, ასეთი რამ ჩვენ არ გვინდა.

ჩვენ გვინდა ის ევროპული ღირებულებები, დიახ, რომელი ღირებულებებითაც ევროპულმა სასამართლომ თქვა, სხვათა შორის, იმ რეზოლუციაში სამარცხვინოდ ჩაწერილ სააკაშვილზე, რომ დიახ, ეს არის დანაშაულის ვერტიკალში მყოფი…

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროპაში, იმ ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე, იმ შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, რომელშიც მოწინავე ვართ – იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რეზოლუცია, სადაც ტყუილები წერია, როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი? – ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა – ალუდა ღუდუშაურიიღ

პოპულალურები