LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის მწარმოებელმა 207-მა კომპანიამ უკვე 130 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავა

57

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესს ღვინის ახლად გახსნილ საწარმოში გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოშო კომპანია “ასკანელების” ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა, რომელმაც ამ სეზონზე, მევენახეებისგან 3500 ტონაზე მეტი ყურძენი მიიღო და გადაამუშავა.

კომპანია სხვადასხვა სახეობის ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებს: აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, ლატვიაში, პოლონეთში და აშშ-ში;

„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ღვინის მწარმოებელმა 207-მა კომპანიამ უკვე 130 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავა. მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს მიაღწია. წელს რთველი სახემწიფო სუბსიდიის გარეშე მიმდინარეობს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანია „ასკანელების“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ქართული ღვინის ხარისხი, რომელიც ეროვნული ღირებულების მატარებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები