LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის განმავლობაში აღინიშნება: პატრიარქმა განჩინება გამოსცა

147
408947352

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის და ასევე ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა. ილია მეორემ საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი.

„გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. გმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს“ – განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა განჩინება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ღვთისმშობლის წილხვედრილობის დღესასწაული მთელი კვირის განმავლობაში აღინიშნება.

„ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ამისთვის იყო განჩინება დაწერილი ჩემ მიერ, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვედრილობის. მთელი კვირის განმავლობაში ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწულს. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – განაცხადა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები