LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილი: „აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უნიჭიერესი, უღალატო, თბილი, სიყვარულით სავსე…“

1059
გია და მამუკა

55 წლის ასაკში მძიმე ავარიის შედეგად დღეს მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა.

მის გარდაცვალებას შოუბიზნესის თითქმის ყველა წევრი გამოეხმაურა.

მათ შორისაა გია ბაღაშვილიც, რომელმაც მეგობარსა და კოლეგას ვრცელი და ემოციური სტატუსი მიუძღვნა:

„აღარ მყავს ჩემი მამუკა! ჩემი ბაჯაღლო გულის კაცი, ცარიელი გული, უნიჭიერესი, უღალატო, თბილი, სიყვარულით სავსე,..

ეს რა ქენი, ბიჭო?! როგორ გამოგვეცალე, ძმაო! მოგიკვდეს ჩემი თავი! ცრემლები მახრჩობს…

გახსოვს, კოვიდი რომ დაგემართა, აქეთ რომ გვამშვიდებდი, არაფერი მომივა, ამან რა უნდა მიქნასო…

გახსოვს, პალატაში ცხელი ელარჯი რომ ამოგიტანე, შენ რომ ზეწარი აიფარე და საწოლის ქვეშ შეძვერი, არ გადაგედოსო…

გახსოვს, დოიჯას ამბებს რომ ვიხსენებდით, სულ იმას იმეორებდი, როგორ დამტოვაო…

გახსოვს, სტუმრები რომ გყავდა, თამადა იყავი, ბანკეტიდან ფილარმონიაში კონცერტზე მკვდარი რომ მოხვედი და მთხოვე, აზრზე რომ მოვიდე ამ ვისკის ბოთლს ჩავცლი და სცენაზე გამიშვი, არაფერი შემეშლებაო… რომ გაგიშვი და მართლა არაფერი შეგშლია…

შენ არასოდეს, არავისთან არაფერი შეგშლია! კაცურად იცხოვრე და კაცის სახელით წახვედი!.. მაგრამ რატომ ასე ადრე?!.. რატომ?!…

გენაცვალე მამუკა, ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ჩემო უსაყვარლესო ძმაო!“

მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

„მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს… რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო.. ყველა ოდესდაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი..“ – მომღერალ მამუკა ონაშვილს კოლეგები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები