LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ევროკავშირში გაწევრიანება, ხომ არ იტყვიან ხმამაღლა, არ გვინდა ევროკავშირშიო? ქმნიან ისეთ მიზეზებს, რის გამოც შეიძლება არ მიგვიღონ”

294
BeFunky-collage (3)

„ისინი, ფაქტობრივად, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების ფარულ საბოტირებას ეწევიან ასეთი ტიპის ოდიოზური ნაბიჯებით,“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რა დროსაც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

ხუხაშვილმა არ გამორიცხა, რომ ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ევროკავშირში გაწევრიანება.

ამასთან, როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები რომ პოლიტიზებულია ჯერ კიდევ წლების წინ გამოიკვეთა.

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

„რუსთავი 2-თან დაკავშირებული ყველა “ქეისი”, რაც ჩვენ ვიხილეთ 2012 წლიდან, თავისთავად პოლიტიზებულია, ყველა გადაწყვეტილება ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით, იყო პოლიტიზებული.

პროცესი თავიდანვე არაჯანსაღად დაიწყო, რუსთავი 2-ში დაზარალებულები იყვნენ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი.

ხალვაში გახლდათ ზუსტად ინსტრუმენტი, წინა ხელისუფლების მხრიდან კანონიერი მფლობელებისთვის ტელევიზიის წართმევისთვის.

ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება თავიდანვე ხალვაშის სასარგებლოდ ზუსტად იმიტომ, რომ ხალვაში რუსთავი 2-თან დაკავშირებით იყო კომპრომეტირებული და შესაბამისად, ადვილი სამართავი, მათ შორის მედიის სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებით, რაზეც დათო დვალი არ თანხმდებოდა.

მე ვიყავი ჩართული ამ პროცესში და ვიღაცის ნალაპარაკებს არ გეუბნებით.

პროკურატურა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მე მქონდა ძალიან ბევრი მცდელობა, რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობდით სამართლიანობის აღდგენაზე, სამართლიანი იქნებოდა კანონიერი მფლობელებისთვის ტელევიზიის დაბრუნება, რომლებსაც წარმოადგენდნენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

ხალვაში გახლდათ ზუსტად მიშას ბიზნესმენი, რომელზეც უბრალოდ გადააფორმეს ტელევიზია.

ხელისუფლებამ ის გამოაცხადა დაზარალებულად, მას გადასცა ტელევიზია და სარედაქციო პოლიტიკა აიყვანა კონტროლზე.

აი ამით დაიწყო ეს ისტორია.

რაც შეეხება გვარამიას, ასეთ საქმეებში, სადაც საქმე კერძო სამართლის იურიდიულ პირს ეხება, უნდა არსებობდეს აუცილებლად დაზარალებული მხარე.

საქმე იმაში გახლავთ, რომ რეალური ინვესტორები, ვინც ამ ტელევიზიაში იყვნენ, ვინც ფული ჩადო, შენობები ააშენა, ანუ ინვესტიცია განახორციელა, ისინი არ თვლიან თავს დაზარალებულებად და არანაირი პრეტენზია მათ გვარამიასთან არ ჰქონიათ.

ამის შემდეგ მოძებნეს, ფაქტობრივად, ნომინალური პარტნიორი, რომელსაც ეს მცირე წილი გადაცემული ჰქონდა აბსოლუტურად ყოველგვარი ინვესტიციების, ყოველგვარი შენატანის გარეშე, ის გამოცხადდა დაზარალებულად.

ასეთი საქმეები არის პოლიტიკური დაკვეთების შედეგი, სხვანაირად ასე არ ხდება.

იგივე თუ გავიხსენებთ ჩვენ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეში ხელისუფლების პოლიტიზებულ მოქმედებებს, იქ მთავარი პრობლემა ხელისუფლების ის გახლდათ, რომ დაზარალებული არ არსებობდა,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რა გზავნილად შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორებისთვის და რა გავლენას იქონიებს ეს ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ გზაზე, გია ხუხაშვილმა განაცხადა:

აშშ-ის საელჩო: სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: იმედგაცრუებულები ვართ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო

„არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ევროკავშირში გაწევრიანება.

მე ამას ვერ გამოვრიცხავ. ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდში რა ხდება.

ამას, ბუნებრივია, ხმამაღლა ვერ იტყვიან იმიტომ, რომ ხალხის განწყობა არის სხვანაირი.

ხომ არ იტყვიან ხმამაღლა, რომ არ გვინდა ევროკავშირშიო?

თვითონ ქმნიან ისეთ მიზეზებს, რის გამოც შეიძლება არ მიგვიღონ.

მე ამას ვერ ვამტკიცებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარც გამოვრიცხავ, რომ ისინი, ფაქტობრივად, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების ფარულ საბოტირებას ეწევიან ასეთი ტიპის ოდიოზური ნაბიჯებით.“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები