LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: “ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დაკარგა ლეგიტიმაცია, ერთ-ერთი გამოსავალია ის, რომ გაჩნდეს ქვეყანაში ლიდერი, რომელიც გააჩენს მომავლის იმედს…არ ჩანს ასეთი არავინ”

117
DDD

„შედეგები ასახავს რეალობას. ჩემი ფუნქციაც არის, რომ მეტ-ნაკლებად ვგრძნობდე საზოგადოებრივ განწყობებს. ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად ამაზეა საუბარი, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ დაკარგა ლეგიტიმაცია,“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რა დროსაც NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა არ ვითარდება და შესაბამისად, განიცდის დეგრადაციას.

ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად საკვების საყიდლად ფული არ აქვს: NDI

„ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა. როდესაც ვსაუბრობ პოლიტიკურ ელიტაზე, ვგულისხმობ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.

რომც წარმოვიდგინოთ, რომ ყველა აქტიური პარტია ხელისუფლებაშია, ისინი ჯამურადაც კი ვერ აკმაყოფილებენ იმ არჩევანს, რისი გაკეთებაც ხალხს უნდა.

ეს, ბუნებრივია, არის სერიოზული კრიზისის მომასწავებელი იმიტომ, რომ ქვეყანა ვერანაირად ვერ განვითარდება, თუ არ მოხდა გარკვეული მიზნების ირგვლივ კონსოლიდაცია.

ამ კონსოლიდაციის ფუნქცია კი აკისრიათ პოლიტიკოსებს. შესაბამისად, ვართ ამ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ვართ.

როგორც ვნახეთ, გაზრდილი არის ოპოზიციური პარტიების უნდობლობის მაჩვენებელი 14 %-ით და უფრო მეტიც, 65%-მა საერთოდ არ იცის ვის უნდა დაუჭიროს მხარი. ანუ მოსახლეობის 65 %-ისთვის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა არის მიუღებელი.

რისი ნიშანია, რას უნდა “მიხვდეს” ოპოზიცია ამ განწყობების ფონზე და არამარტო ოპოზიცია ხელისუფლებისთვის რა გზავნილია?

NDI-ს კვლევა: მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია მათ ინტერესს არ გამოხატს

ეს ყველასთვის გზავნილია. ხელისუფლების ბონუსი კი ის არის, რომ აქვს ძალაუფლება და თუ ქვეყანას ვერ ავითარებს, საკუთარ კეთილდღეობაზე მაინც ზრუნავს.

ამ შემთხვევაში ოპოზიცია საერთოდ ხელმოცარულია. გზავნილი არის ის, რომ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის დომინანტური ემოცია, რაც მთელ სოციუმს აქვს სახელმწიფოსთან მიმართებაში. ფაქტობრივად, გულგრილია პროცესისადმი. ახლა ჩაკეტილები ვართ არჩევანში, წარსულსა და აწმყოს შორის.

წარსული “ნაციონალური მოძრაობა” და აწმყო “ქართული ოცნება.” არც ერთი ამომრჩეველს არ უნდა. ეძებს მომავლის არჩევანს და მომავლის არჩევანს ვერ პოულობს და შესაბამისად, მომავალი ძალიან ბუნდოვანია.

ქვეყანა, რომელიც არ ვითარდება, ის განიცდის დეგრადაციას.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ეს კვლევა არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუმცა ამავე დროს როგორც კვლევა აჩვენებს, გაზრდილია თავად ოპოზიციური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი, როგორც აღვნიშნეთ.

რას ვერ აკეთებს ოპოზიცია, თქვენი შეფასებით?

შეიძლება დავეთანხმოთ მათ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ცარიელი ადგილი ხომ არ დარჩება? ის ვიღაცამ უნდა შეცვალოს.

ზუსტად ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, იმას აღარ აკვირდებიან, რომ ისინიც არ არიან ის სუბიექტები, რომლებმაც უნდა შეცვალონ ხელისუფლება.

ცარიელი ადგილია. მხოლოდ აპელირება იმაზე, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდია, არ არის საკმარისი პოლიტიკური წარმატებისთვის.

ამომრჩეველი ფიქრობს, რომ კი ბატონო ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიან?

თუ ეს მოსწონს ოპოზიციას და კიდე გონორით რაღაცებს ლაპარაკობენ ნუ ეს არაადეკვატურობის ნიშანია, მეტი არაფერი არ არის.

ფაქტობრივად, ადამიანები თავიანთი განწყობებით გვეუბნებიან რა არის ქვეყანაში შესაცვლელი. პირადად თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? რა გზით უნდა იაროს ქვეყანამ?

თუ მართლაც ასეთი ნეგატიური განწყობებია მთავრობის საქმიანობის მიმართ, ოპოზიციის მიმართ, რატომ ვერ ცვლის ხალხი ვერაფერს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

რაც შეეხება გამოსავალს, ოქროს გასაღებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამოსავალი არის თეორიული.

ამის მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკური ელიტა, რომელმაც დინამიკა უნდა აკრიფოს და ქვეყანა წინ წაიყვანოს, არ პასუხობს იმ მოთხოვნილებებს, იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. არ სარგებლობენ ნდობით და შესაბამისად, არის ეს სიტუაცია.

ერთ-ერთი გამოსავალია ის, რომ გაჩნდეს ქვეყანაში ლიდერი, ან ლიდერთა ჯგუფი, რომელიც გააჩენს მომავლის იმედს, აღადგენს ამ ჩატეხილ ხიდს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტას შორის და შესაბამის ქმედებებს მიმართავს, რაც განვითარებას სჭირდება.

არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ არის განვითარებაზე ორიენტირებული, მხოლოდ ნეგატივზე არიან, მხოლოდ იმას ახმარენ მთელ ძალისხმევას დაამტკიცონ, რომ მათი ოპონენტები ცუდები არიან.

„ფორტუნას“ კითხვაზე, ვინ ესახება თავად გია ხუხაშვილს ასეთ ლიდერად, პოლიტოლოგმა აღნიშნა:

„რთული მდგომარეობაა…ეს კვლევაც აჩვენებს, რომ არ ჩანს ასეთი არავინ…“

“რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას მხარს უჭერენ უმეტესად კაცები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და „ოცნების“ მხარდამჭერები” – ვინ ირჩევს დასავლეთს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები