LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: “როდესაც მოსწავლეებთან შევდივარ, მჯერა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება…”

254
gia-murgulianewsss20

ცნობილი პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ ასწავლის საკუთარ მოსწავლეებს და როგორი განწყობით შედის ხოლმე საკლასო ოთახში.

გთავაზობთ სტატუსს სრულად:

“პესიმისტები ცუდად ან საერთოდ არ ასწავლიან. როდესაც მოსწავლეებთან შევდივარ კლასში, მჯერა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება დღევანდელზე. ერთხელ მარტინ ლუთერმა თქვა: “რომ ვიცოდე, რომ ხვალ სამყაროს დასასრული იქნება, დღეს მაინც დავრგავ ხეს”.

სიცოცხლეს გაფრთხილება სჭირდება.

არანაკლები გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება ფიქრს, რომელიც სიცოცხლეს ცხოვრებად აქცევს.

მე ვიცი, რომ ის, ვინც წინ მიზის სასწავლო მაგიდასთან, ჩემზე უკეთესი თუ არ იქნება, სამყაროს განვითარება საკუთარ აზრსა და მნიშვნელობას დაკარგავს.

ისიც ვიცი, რომ ის მიყვარს, რადგან ამის გარეშე არ ვისურვებ, ჩემზე კარგი იყოს.

ამქვეყნად არ არსებობს უფრო იმედიანი და ოპტიმისტური პროფესია, ვიდრე მასწავლებლობაა.

მოსწავლესაც შეიძლება, ასე მიმართო:

“მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები