LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი ახალგაზრდებს მიმართავს: “ეს უბადრუკი სცენარი დაწერილია იმისთვის, რომ როგორმე გარეთ გამოგიყვანონ”

58
BeFunky-collage (1)

ეს სცენარი იმისთვისაა დაწერილი, რომ ახალგაზრდების გარეთ გაყვანის პროვოცირება მოხდეს, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს და ამბობს, რომ მიზანი სიტუაციის დეესკალაციაა. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.

“ნაცებს არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან. გეგონება გადაწყვეტილია, რომ პრემიერმა უნდა იაროს მოლაპარაკებებზე, გეგონება სხვა ამოცანები, რომელიც მის წინაშე დგას, არ არის შესასრულებელი და ნაკლებად მნიშვნელოვანია…

მე მინდა მივმართო, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მივმართო, ეს ყველაფერი, ეს სიბინძურე, ეს უბადრუკი სცენარი დაწერილია იმისთვის, რომ როგორმე გარეთ გამოგიყვანონ,“ – ამბობს გია ვოლსკი.

მისივე თქმით, ოპონენტებს ულტიმატუმის გარდა ხელთ არაფერი აქვთ იმისათვის, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

“ეს უბადრუკობა მიანიშნებს იმას, რომ ეს მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად, გარდა ულტიმატუმისა, რომელიც მიშა სააკაშვილმა შეუკვეთა იქიდან, ამის მეტი პოლიტიკურ სუბიექტებს ხელთ არ არაფერი არ აქვთ“. – თქვა გია ვოლსკიმ.

რამდენიმე დღეში, ყველა ვარიანტში, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით: მამუკა მდინარაძე

არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით – გიგა ბოკერია

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

არ მგონია, საკმარისი საფუძველი არსებობდეს – სარჯველაძე ფარული ჩანაწერების გამოძიებაზე

თუ „ოცნება“ ჩაფლავდა, ე.ი. ღარიბაშვილი იყო ცუდი ვარიანტი – უკავშირდება თუ არა თუ ფარული ჩანაწერების გავრცელება შიდადაპირისპირებას

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები