LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდებს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადაეცათ

152
118142332-2797653097174299-4515936889935639933-o

აჭარაში გიდებს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადაეცათ. გიდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამართა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ სტუმრებს გიდების მხარდაჭერის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, უკონტაქტო თერმომეტრი, სადეზინფექციო სითხე, პირბადეები და ფარი, რომელიც გიდებს გადაეცათ  -კოვიდის პირობებში ტურების უსაფრთხოდ ჩატარებას, ტურის ხარჯების შემცირებასა და ღია სივრცეში დისტანციის დაცვის საშუალებას უზრუნველყოფს. გიდების მხარდაჭერის პროექტის ამ ნაწილს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

პროგრამის პირველ ეტაპზე გიდებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებზე, რაც მათ ტურების უსაფრთხოდ ჩატარებაში დაეხმარება. შემდგომ ეტაპზე, ისინი უკვე დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინფოტურებში, ასევე ქობელეთისა და ბათუმის თემატური ტურების სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში ჩაერთვებიან. მუშავდება მათი დროებითი დასაქმების პროგრამაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები