მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე, რომელიც მრავალი წელია, რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს, „რუსთავი 2“-ის დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს. ვიდეომიმართვაში მომღერალი აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია თანამდებობისთვის შეუფერებელია და გმობს მის პოსტს ქეთა თოფურიასთან დაკავშირებით.

„მინდა დავგმო მორიგი პროვოკაციული და არაკაცური პოსტი ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში და ეძღვნებოდა ქეთა თოფურიას და არა მარტო ქეთას, არამედ რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველ ხელოვანს.

ბატონო ნიკა, როდესაც სხვის დედებს ეხები და შემდეგ სახლში მიდიხარ, საკუთარი გამზრდელი დედა არ გეუბნება, რომ ხარ უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი პიროვნება?

გასულ დედის დღეს გილოცავ, ჩემო საქართველო“.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა მცირე პოსტი, სადაც ქეთა თოფურიას საქართველოს მტერი უწოდა. ნიკამ დაწერა: „პირდაპირ ვამბობ, ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს მო…ან დედა“. გვარამია ასე გამოეხმაურა ახალ ამბავს, სადაც ეწერა, რომ ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა…

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05