LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „უტკბილესი ისტორია ხომ არ გესიამოვნებოდათ? ახლა უკვე სამნი დადიან აქციებზე…“

149
giganew429

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს საინტერესო ამბის შესახებ, სასიყვარულო ისტორია, რომელიც აქციებზე დაიწყო, ოჯახის შექმნითა და შვილის შეძენით დაგვირგვინდა…

გიგა მაქარაშვილი:

„უტკბილესი ისტორია ხომ არ გესიამოვნებოდათ?

2019 წლის ივნისის ბოლოა, კვირა საღამო, საპროტესტო ტალღაა აზვირთებული პარლამენტთან…

ცალკე მთავრობაზე, ცალკე რუსეთზე, ცალკე ჯალათ სამართალდამცავებზე ვართ გაბრაზებულები ??? თან “მშვიდობა, მშვიდობას” ვსკანდირებთ, თან ბრაზს ვერ ვიტევთ გულში…

ერთი ყოჩაღი ბიჭი მომიახლოვდა – მეგობარო, თუ შეგიძლია დამეხმარე, მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გავაკეთო სცენიდანო ?

ზუსტად ერთ წუთში აქციის მონაწილე რამდენიმე ასეული ადამიანის თვალწინ კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნა ?

გუშინ ვიგებ, რომ ულამაზესი გოგონაც გაუჩნდათ და ახლა უკვე სამნი დადიან აქციებზე ✊✊✊

იმდენი ხანი ვიცრემლებოდი, ისე გამითბა გული, ან ვბერდები, ან მართლა მაგარი ამბავია ?

ბოდიში, მაგრამ არ ვაპირებთ, ეს ქვეყანა ვინმეს დავუთმოთ!

ჩვენია და ჩვენ დავიცავთ, ჩვენ ავაშენებთ, ჩვენ მოვუვლით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები