LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს…“

391
varlamnews

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი რიონის ხეობის მცველს, ვარლამ გოლეთიანს მიმართავს და ეხმიანება ამბავს, რომლის თანახმადაც, აქციიდან ლგბტ სამაჯურით მისული „სირცხვილიას“ აქტივისტები, სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი გამოაძევეს.

“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციიდან სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ლგბტ – ფერადი სამკლავურის გამო გააძევეს

გიგა წერს:

„ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს.

და როგორ გავაგრძელოთ ახლა?

ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი?

არა, ძმაო, პოლიცია რომ მოვა შენს გასაწევად, იცოდე ,პირველები ზუკა და მანქი მოვლენ!!!

შენამდეც ვიდექით ჩაგრული მოქალაქეების გვერდით და შენ შემდეგაც იმავეს ვაპირებთ!

მე ვიცი, რას ნიშნავს 300 დღე ქუჩაში დგომა და ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები